• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე-კონსულტანტი-თბილისი
დამსაქმებელი: ნიკორა ტრეიდი
ბოლო ვადა: 2020/04/20
ნანახია: 427 -ჯერ

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტის" და "ლიბრეს" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს საქართველოს მასშტაბით.

კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 5000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე, ახალი ფილიალების დასაკომპლექტებლად თბილისის მასშტაბით.

აირჩიე შენთვის მისაღები სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

** 24 საათიანი (გრაფიკი ცვლაში) - ანაზღაურება 550-600 ლარი;
** 7 საათიანი (09:00-16:00 ან 16:00-23:00) - ანაზღაურება 500 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** პროდუქციის დახარისხება და კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით;
** პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** მომხმარებლის ლოიალურობაზე ზრუნვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** დასაქმების შესაძლებლობას სახლთან ახლოს;
** ანაზღაურებად სტაჟირებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი :)

გამოგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: anketa@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი"

ან დაგვიკავშირდი ნომერზე 591 040840

ან შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/nikoracareer/ და შეავსე განაცხადი ან მოგვწერე პირად შეტყობინებაში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://nikora.ge/

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა