• https://charte.ge/

ავტორი

მარგებელი ჰოლდინგი

mail: HR@engadi.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საწყობის მტვირთავი
დამსაქმებელი: მარგებელი ჰოლდინგი
ბოლო ვადა: 2020/03/31
ნანახია: 427 -ჯერ

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".
ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მტვირთავის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ხელფასი და ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში შემოსული საქონლის ჩამოცლა სატვირთო ავტომანქანიდან დანაკარგის და დაზიანების გარეშე, უშუალო ხელმძღვანელის მითითების გათვალისწინებით;
** მიღებული საქონლის განთავსება საწყობში განსაზღვრულ ადგილზე;
** პროდუქციის შეკვეთის ფურცლის მიხედვით, საქონლის ზუსტი სახეობების და რაოდენობების შესაბამისად, პროდუქციის შეგროვება და მომზადება სადისტრიბუციოდ, ხელმძღვანელის მიერ მითითებულ დროში; მომზადებული საქონლის რეალური რაოდენობის აღრიცხვა და შეკვეთის ფურცელზე დადასტურება;
** აგროვებული საქონლის მისთვის განკუთვნილ სივრცეში განთავსება სტანდარტის/ინსტრუქციის გათვალისწინებით, დაზიანების/დანაკარგის გარეშე;
** სატვირთო ავტომანქანების დატვირთვა საქონლით;
** საწყობის და მიმდებარე ტერიტორიის დალაგება - ცარიელი პალეტების, ყუთების და სხვა სასაწყობე ინვენტარის განთავსება განსაზღვრულ ადგილას;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება (სავალდებულო)
** ქართული ენის ცოდნა (წერა, კითხვა, გაგება)
** უნარები/პიროვნული კომპეტენციები
** მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა;
** შეზღუდულ ვადებში/ დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** აკურატული, პუნქტუალური, დისციპლინირებული

სხვა მითითებები:

ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლე და მოქნილი: უნდა შეძლოს მძიმე და დიდი მოცულობის ნივთების აწევა/გადაადგილება, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფეხზე დგომა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31 მარტი, 2020 წ.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: HR@engadi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა