ოპტიკური ქსელის სპეციალისტი |
დამსაქმებელი: |
სერვის ნეტ გრუპი |
ბოლო ვადა: |
2020/04/19 |
ნანახია: |
325 -ჯერ |
შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას სააბონენტო ქსელის მომსახურების და განვითარების განყოფილებაში ოპტიკური ქსელის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო აღწერილობა:
** მოწყობილობების გამართვა/მონტაჟი;
** აბონენტთან არსებული პრობლემის აღმოფხვრა;
** მიწოდებული სერვისის გადამოწმება/ინსტრუქტაჟი;
** ოპერატორისთვის შესრულებულ სამუშაოზე ინფორმაციის მიწოდება, სპეც. პროგრამაში შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად;
** აბონენტთან გაწეული მომსახურების შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** სამუშაო პროცესში ოპტიკური ქსელის მონტაჟისთვის განკუთვნილი ხელსაწყოების ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისთვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ტექნიკურ სფეროში განათლება;
** მსგავს პოზიციაზე ან/ და სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა/ გამოცდილება;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
** ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა/დისციპლინირებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge 2020 წლის 19 აპრილის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.