• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ოპტიკური ქსელის სპეციალისტი
დამსაქმებელი: სერვის ნეტ გრუპი
ბოლო ვადა: 2020/04/19
ნანახია: 322 -ჯერ

შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას სააბონენტო ქსელის მომსახურების და განვითარების განყოფილებაში ოპტიკური ქსელის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო აღწერილობა:

** მოწყობილობების გამართვა/მონტაჟი;
** აბონენტთან არსებული პრობლემის აღმოფხვრა;
** მიწოდებული სერვისის გადამოწმება/ინსტრუქტაჟი;
** ოპერატორისთვის შესრულებულ სამუშაოზე ინფორმაციის მიწოდება, სპეც. პროგრამაში შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად;
** აბონენტთან გაწეული მომსახურების შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** სამუშაო პროცესში ოპტიკური ქსელის მონტაჟისთვის განკუთვნილი ხელსაწყოების ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისთვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ტექნიკურ სფეროში განათლება;
** მსგავს პოზიციაზე ან/ და სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა/ გამოცდილება;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
** ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა/დისციპლინირებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge 2020 წლის 19 აპრილის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა