• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სამედიცინო წარმომადგენელი-აჭარა
დამსაქმებელი: ფარმადეპო
ბოლო ვადა: 2020/04/18
ნანახია: 271 -ჯერ

"ფარმადეპო" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე აჭარაში.

მოვალეობები:

** კლინიკების ხელმძღვანელებთან ვიზიტების განხორციელება და პროდუქტის წარდგენა;
** ექიმებთან ვიზიტი და პროდუქტების პრეზენტაცია;
** გაყიდვების ჯგუფის განვითარებაზე ზრუნვა;
** შესრულებული სამუშაოების ყოველდღიური ანალიზი და რეპორტინგი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ექიმებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია დერმო ან პედიატრიული ხაზით)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
** აუცილებელია რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა; სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** პრეზენტაბელურობა, ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდთან მუშაობის და კონტროლის უნარი;
** სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.

დაინტერესებული პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე, აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა