• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრომოუტერი
დამსაქმებელი: გორგია
ბოლო ვადა: 2020/03/30
ნანახია: 391 -ჯერ

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "ლუსონი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ: პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს; ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე.

ლოკაცია: ა. თვალჭრელიძის ქუჩა 2 ("ისთ ფოინთი").

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა;
** სტენდების მოწესრიგება და მერჩენდაიზინგი;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება და მის რეალიზებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მოტივირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ენერგიული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და რეალიზაციიდან ბონუსი.
გრაფიკი: სრული.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 30 მარტამდე, შემდეგ მისამართზე: recruit@gorgia.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!პრომოუტერი

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა