ბუღალტერი |
დამსაქმებელი: |
Korter |
ბოლო ვადა: |
2020/04/13 |
ნანახია: |
356 -ჯერ |
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა, რაც გულისხმობს კომპანიის ოპერაციების ზუსტი, დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოების კონტროლს;
** კომპანიის დებიტორებთან, კრედიტორებთან, საფინანსო დაწესებულებებთან, აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანოებთან და სხვ. ურთიერთობების და შესაბამისი ქმედებების განხორციელების კონტროლი;
** საგადასახადო და სხვა ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულების კონტროლი კომპანიის მენეჯმენტის მხარდაჭერით;
** დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების შედგენა, საგადასახადო დეკლარაციების წარმოება და წარდგენა შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ფუნქციების დელეგირება, მათ მიერ დაკისრებული მოვალეობების დროულად შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის სფეროში, ფინანსების, აღრიცხვის, აუდიტის მიმართულებით
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამების, Fina-ს ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
დამატებითი უნარები:
** პუნქტუალური, მოწესრიგებული, დისციპლინირებული;
** იდეების სრულყოფილად ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი;
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
** ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ;
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: n.lomidze2011@gmail.com და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!