• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრომოუტერი
დამსაქმებელი: ზოდი პლიუსი
ბოლო ვადა: 2020/04/12
ნანახია: 354 -ჯერ

შპს "ზოდი პლიუსი" ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია შიდა და გარე კარის, ბუნებრივი ქვებისა და სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია. "ზოდი" წარმოდგენილია 6 შოურუმით თბილისსა და რეგიონებში.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე.

ვაკანსიების რაოდენობა: 1
მდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი გამომუშავებით

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია
** დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
** ორიენტირებული იყოს ბრენდის პროდუქციის გაყიდვაზე;
** სრულყოფილად ფლობდეს ინფორმაციას პროდუქციის შესახებ.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** დეტალზე ორიენტირებული;
** შრომისმოყვარე;
** მოტივირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 12 აპრილის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zodi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს"ზოდი პლიუსი"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა