პრომოუტერი |
დამსაქმებელი: |
ზოდი პლიუსი |
ბოლო ვადა: |
2020/04/12 |
ნანახია: |
356 -ჯერ |
შპს "ზოდი პლიუსი" ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია შიდა და გარე კარის, ბუნებრივი ქვებისა და სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია. "ზოდი" წარმოდგენილია 6 შოურუმით თბილისსა და რეგიონებში.
შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე.
ვაკანსიების რაოდენობა: 1
მდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი გამომუშავებით
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** მომხმარებელთან კომუნიკაცია
** დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
** ორიენტირებული იყოს ბრენდის პროდუქციის გაყიდვაზე;
** სრულყოფილად ფლობდეს ინფორმაციას პროდუქციის შესახებ.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელური;
** დეტალზე ორიენტირებული;
** შრომისმოყვარე;
** მოტივირებული.
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 12 აპრილის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zodi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს"ზოდი პლიუსი"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.