• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საწყობის მუშა
დამსაქმებელი: აგროჰაბი
ბოლო ვადა: 2020/03/26
ნანახია: 2656 -ჯერ

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მუშის პოზიციაზე.

"აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება-განაწილების პროცესის შეფერხების გარეშე უზრუნველყოფა;
** ერთგვაროვანი პროდუქტის ერთად დასაწყობება;
** გაუნაწილებელი და ვადამდე ჩამოწერილი პროდუქციის დასაწყობება;
** დაბრუნებული პროდუქციის მიღება-დასაწყობება და პროდუქციის მომწოდებლებზე გაცემის პროცესის დროული უზრუნველყოფა;
** პროდუქციის დატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** დარბაზში პროდუქციის დროულად გატანის უზრუნველყოფა - სექციამდე მიტანა.
** ​შიდაგანაწესის და ქცევის ზოგადი წესების ზუსტად დაცვა.
** კომპანიის მენეჯმენტის მიერ გაწერილი პროცედურების კომპეტენციის ფარგლებში შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველი ასაკი: 18-დან 45 წლამდე
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: სრული; კვირაში 6 დღე.
ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე ასაღები)

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. #22; ი. ჭავჭავაძის 37 მ; ავჭალა, ანდრონიკაშვილის 151

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე hr@agrohub.ge.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა