პროექტების მენეჯერი |
დამსაქმებელი: |
შპს "ლუკა" |
ბოლო ვადა: |
2020/02/29 |
ნანახია: |
243 -ჯერ |
"დაგი" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონი
ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.
სამუშაო პოზიციაზე არსებული მოვალეობები:
** პროექტების ხარჯთაღრიცხვის შედგენა.
** სამუშაოს შესრულების აქტების (ფორმა #2, ფარული სამუშაოების აქტები და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია) მომზადება და დამკვეთისათვის წარდგენა;
** სამშენებლო გრაფიკების მომზადება და მათი კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში ნახაზების შედგენა-კორექტირება;
** სამუშაოების შესრულების შესახებ პერიოდული დეტალური ანგარიშების მომზადება;
** პროექტის მასალათა რეესტრების მომზადება, კომპანიის შესყიდვის სამსახურისთვის წარდგენა, მოძიებული მასალების და შესაბამისი ალტერნატივების დამკვეთისათვის შეთანხმება
** საპროექტო დოკუმენტაციის (ხარჯთაღრიცხვა, ნახაზები) ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში შესაძლო გადაწყვეტილებებისა და ალტერნატივების მომზადება
** სამშენებლო ობიექტზე არსებული პერსონალისა და მიმდინარე სამუშაოების კონტროლი, შესაბამისი მითითებების მიცემა და წარმოქმნილ პრობლემებზე შესაძლო გადაწყვეტილებების მომზადება
** დამკვეთთან კომუნიკაცია პროექტის ფარგლებში წარმოშობილ სხვადასხვა თემატიკაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საინჟინრო-ტექნიკური განათლება
** სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება
** სამშენებლო პროექტის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** მინიმუმ 2 ყოფილი დამქირავებლიდან შესაბამისი სარეკომენდაციო წერილი
** ინგლისური ენაზე თავისუფლად წერა და საუბარი (პრიორიტეტად ჩაითვლება).
** Microsoft Excel, Microsoft Word, Microsoft Project და AutoCAD-ში თავისუფლად მუშაობა.
პიროვნული მახასიათებლები:
** ენერგიულობა
** შრომისმოყვარეობა
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 29.02.2020-მდე გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ.ფოსტის მისამართზე hr@dagi.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ თანამდებობა, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს.