• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბარმენი
დამსაქმებელი: პომოდორისიმო
ბოლო ვადა: 2020/02/27
ნანახია: 423 -ჯერ

საერთაშორისო კორპორაცია „აი სი არ“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაციაა საცალო ვაჭრობის სფეროში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

„აი სი არ ჯგუფი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების მიმართულებას.

ICR-ის ქსელს 2010 წლიდან შეემატა პირველი კვების ობიექტი, იტალიური პიცერია და სტეიკჰაუსი „პომოდორისიმო“.

ICR F&B - „აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ“ კვების მიმართულებით აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიც არის მაღალი კლასის ქართული რესტორანი „ტაბლა სალონი“ და „ტაბლა დუქანი“, იტალიური პიცერია „პომოდორისიმო“, „კაფელაბორატორია’’, ქართული რჩეული სელექციის ღვინის მაღაზია „ღვინერეა“ და „აი სი არ ქეითერინგი“ ფურშეტებისა და ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებით.

კომპანია დღითი დღე იზრდება და შესაბამისად, საშუალება გეძლევათ გახდეთ ჩვენი დიდი გუნდის წევრი, სადაც გთავაზობთ პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

 

იტალიური პიცერია, სტეიკჰაუსი  „პომოდორისიმო“ აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი,  ი.ჭავჭავაძის გამზ. 33

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •   მსგავს პოზიციაზე  მუშაობის გამოცდილება სასურველია მაგრამ, არ არის აუცილებელი;
  •   ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;

ფუნქცია-მოვალეობები:

  •   მენიუში შემავალი სასმელების დადგენილ ვადაში დადადგენილი ფორმით მომზადება;
  •   სტუმრისთვის კონსულტაციის გაწევა, მენიუს გაცნობა, სასმელის არჩევაში დახმარება;
  •   ბარისსასაქონლომარაგებისეფექტიანიმართვაკომპეტენციისფარგლებში;
  •   კომპანიის შინაგანაწესისა და  შიდა პროცედურების დაცვა.

პიროვნული  უნარები:

  •   კომუნიკაბელურობა;
  •   ორგანიზებულობა;
  •   დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  •   გუნდური მუშაობის უნარი;
  •   პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  •   სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  •   ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
  •   პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობებს;
  •   ჩვენთან მუშაობის დაწყებით საშუალება მოგეცემათ შემოუერთდეთ „აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯის“ მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს და მიიღოთ ღირებული გამოცდილება.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ  ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge არა უგვიანეს 2020 წლის 27 თებერვლისა.  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ბარმენი“.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა