• https://charte.ge/

ავტორი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი

mail: hr@aldagi.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კორპორატიული და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის მენეჯერი
დამსაქმებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
ბოლო ვადა: 2020/02/20
ნანახია: 354 -ჯერ

სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბიძინა კვერნაძის 10
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორატიული და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების და სტრატეგიების შემუშავება. არსებული სისტემის დოკუმენტაციის (პოლიტიკის, პროცედურების, სახელმძღვანელოების) მომზადების, განხილვის, დამტკიცების და გადახედვის პროცესის კოორდინაცია;
** კორპორატიული და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესრულების ყოველდღიური მონიტორინგი;
** სამსახურში არსებული უსაფრთხოების საშუალებების (სხვადასხვა სახის პროგრამების) გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, ახალი საშუალებების მოძიების და დანერგვის შემთხვევაში ვენდორებთან ურთიერთობა;
** ინფორმაციული აქტივებისა და მათი წვდომის აღწერის ხარისხის უზრუნველყოფა;
** ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის მინიმალური მოთხოვნების შესრულების კოორდინირება;
** კორპორატიული და ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვების კოორდინაცია და მათზე რეაგირების მონიტორინგი;
** კორპორატიული და ინფორმაციული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავება და ამ გეგმის შესრულების შესახებ კვარტლური ანგარიშის წარდგენა ანგარიშვალდებულ პირებთან;
** უსაფრთხოების საკითხებზე ანგარიშგება და სხვა სახის ადმინისტრაციული/საორგანიზაციო საქმიანობის წარმართვა;
** აუდიტის პროცესის ხელშეწყობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური, ეკონომიკური მიმართულებით
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება. სასურველია მსგავს პოზიციაზე ან საოპერაციო რისკების მიმართულებით
** რეგულაციების ცოდნა
** ინგლისური ენის ტექნიკურ დონეზე ცოდნა.

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** დამოუკიდებლად და გუნდთან ერთად მუშაობის უნარი;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სამუშაო პროცესის დაგეგმვის და მართვის უნარი;
** წერილობით და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2020 წლის 20 თებერვლის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "კორპორატიული და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის მენეჯერი".

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა