საცალო დაკრედიტების მენეჯერი |
დამსაქმებელი: |
ვითიბი ბანკი |
ბოლო ვადა: |
2020/02/23 |
ნანახია: |
315 -ჯერ |
სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს საცალო დაკრედიტების მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
ძირითადი ფუნქციები:
** საცალო ტიპის პროდუქტების გაყიდვის მაქსიმიზაციის მიზნით პოტენციური კლიენტების მოზიდვა, მათი საჭიროებების გამოვლენა და ანალიზი
** კლიენტების საჭიროებებიდან გამომდინარე მათთვის საუკეთესო პროდუქტების შეთავაზება
** კლიენტებისთვის პრეზენტაციების ჩატარება და კონსულტირება საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით
** პორტფელში არსებული კლიენტების მონიტორინგი
** საბანკო საცალო პროდუქტების აქტიური გაყიდვები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო/საფინანსო/ეკონომიკის სფეროები)
** მინიმუმ ექვსთვიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** რუსული და/ან ინგლისური ენის ფლობა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office).
უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
** გაყიდვების უნარი
** მოწესრიგებული, ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებული
** კონკურენტულ გარემოში აქტიური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხის მქონე
** მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული.
კანდიდატების შერჩევა მოხდება 2 ეტაპად:
** ტესტირება (მათემატიკა, ლოგიკა)
** გასაუბრება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2020 წლის 23 თებერვლის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა
CV-ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge - სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.