• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კონსულტანტი
დამსაქმებელი: აი სი არ ტრეიდი
ბოლო ვადა: 2020/02/29
ნანახია: 497 -ჯერ

საქართველოს საცალო ვაჭრობის ბაზარზე წარმოდგენილი ერთ-ერთი მსხვილი კორპორაცია აი სი ასრ ტრეიდი ევროპული ბრენდების იმპორტიორი კომპანიაა საქართველოში.  კომპანია აერთიანებს ისეთ ბრენდულ მაღაზიებს როგორიცაა ფეხსაცმლის მიმართულებაში: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია;  ბავშვის ტანსაცმლის მიმართულებაში: ოკაიდი და ჟაკადი, აქსესუარების მიმართულებაში ბრენდი პარფოისი. დღეისათვის კორპორაცია მართავს 80-მდე მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე  ქუთაისში, ბათუმში,  საქართველოს სხვა რეგიონებში.

შპს ,,აი სი არ ტრეიდი“  აცხადებს კანდიდატთა შერჩევას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო განაკვეთი:  სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი ცვლების მიხედვით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  •          მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
  •          მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  •          ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
  •          მომხმარებლის კონსულტირება და პროდუქციის შესახებ საჭიროებისამებრ სრული ინფორმაციის მიწოდება;
  •          საქონლის მიღებაში მონაწილეობა;
  •          საქონლის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად;
  •          მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •          მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  •          რუსული და ინგლისური ენების საბაზისო დონეზე ცოდნა.

 

საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

კომუნუკაბელური, აქტიური, თავაზიანი, ორგანიზებული, მოწესრიგებული, გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი გამოაგზავნეთ (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@icr.ge   29 თებერვლის ჩათვლით.

თხოვთ თემის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება:  კონსულტანტი თბილისში. შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება განაცხადის შემოტანიდან ერთი კვირის განმავლობაში

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა