• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კატეგორიის მენეჯერი
დამსაქმებელი: გორგია
ბოლო ვადა: 2020/02/14
ნანახია: 290 -ჯერ

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "ლუსონი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ: პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს; ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა, არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა და კატეგორიის ასორტიმენტის ჩამოყალიბება შესყიდვებთან ერთად
** კონკურენტების კვლევა, მონიტორინგი და ანალიზი
** პროდუქციის ნაირსახეობის მატებაზე ზრუნვა და ასორტიმენტის გაფართოება
** გაყიდვების რგოლებთან ინტენსიური კომუნიკაცია
** ახალი კლიენტების მოძიება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ
** გაყიდვებისთვის დაგეგმილი აქციებისა და სხვა მარკეტინგული აქტივობების ეფექტურობის განსაზღვრა
** პროდუქციის განლაგების სტანდარტების შექმნა მერჩენდაიზერებთან ერთად და შესრულების მონიტორინგი
** არსებული შეთავაზებების სტატუსის მუდმივი კონტროლი
** გამოფენების და ქარხანაში ვიზიტების დაგეგმარება წლის ჭრილში
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგი
** სხვადასხვა ტიპის ტრენინგის მოთხოვნა - ჩატარებული ტრენინგების შემდგომი ეფექტურობის შეფასება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აუცილებელია გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** სასურველია გამოცდილება კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
** Excel-ის ცოდნა
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hrproject2@gorgia.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა