მარკეტინგის მენეჯერი |
დამსაქმებელი: |
sushi24.ge |
ბოლო ვადა: |
2020/02/29 |
ნანახია: |
411 -ჯერ |
საინვესტიციო ჯგუფი "VVCAPITAL" -ის კომპანია SUSHI24 აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა და კრეატიულ თანამშრომელთა გუნდს, მიმზიდველ ხელფასს კვალიფიკაციის გათვალისწინებით 2500 ლარიდან (NET) და ბონუსს გაყიდვებიდან.
სამუშაო ადგილია: ქ.თბილისი, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი № 56 ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე , 10-დან 19 საათამდე,
შაბათი -კვირა დასვენების დღეებია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები, რომელთაც კანდიდატი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს:
** უმაღლესი განათლება, პროფესიული ტრენინგები და კურსები;
** კარგი თეორიული ცოდნა და მინიმუმ ოთხ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
** გამოცდილება კომპანიებთან ურთიერთობასა და მოლაპარაკებაში;
** გამოცდილება კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში, დანერგვასა და კონტროლში;
** ანალიტიკური უნარები და ცოდნა;
** გამოცდილება გაყიდვებზე მიმართული წამახალისებელი თუ მიზნობრივი აქციების დაგეგმვასა და კონტროლში;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულსა და ინგლისურ ენებზე;
** გამოცდილება მარკეტინგული თუ სარეკლამო კამპანიების (მედია, გარე, ინტერნეტი) შემუშავება, დანერგვასა და განხორციელებაში.
უპირატესობად ჩაითვლება:
** ჩვენს დარგში (ონლაინ გაყიდვებში) მუშაობის გამოცდილება;
** საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით (კონცენტრაცია - მარკეტინგი).
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდის მართვის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** დაკვირვებული და სხარტად მოაზროვნე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მოკლე და გრძელ ვადიანი მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვა, განხორციელება, კონტროლი;
** საერთაშორისო კომპანიებთან ურთიერთობა, პროგნოზი, ბიუჯეტირება;
** გაყიდვებზე მიმართული სხვადასხვა ინტეგრირებული აქტივობების, კამპანიებისა და აქციების დაგეგმვა, განხორციელება კონტროლი;
** ბრენდის განვითარებისა და გაძლიერებისთვის სტრატეგიული გეგმის შემუშავება, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** რეპორტინგი;
** დაქვემდებარებულთა მართვა და კონტროლი, სხვადასხვა სამოტივაციო პროგრამების დაგეგმვა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა.
ვებ-გვერდი: http://www.sushi24.ge
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV (ინგლისურ ან რუსულ ენაზე) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@sushi24.ge და ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მარკეტინგის მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებებს!