ვადა გადაცილებული სესხების მართვის ოფიცერი-ქუთაისი |
დამსაქმებელი: |
ფინანსური ბიურო |
კატეგორია: |
პრობლემური სესხების ექსპერტი,
|
ბოლო ვადა: |
2020/01/31 |
მდებარეობა: |
ქუთაისი
|
განათლება |
ბაკალავრი
|
სამუშაო გრაფიკი |
სრული დღე
|
ანაზღაურება: |
100 - 800 ლარი
|
ასაკი: |
18 - 45 წელი
|
ენები |
ქართული კარგად |
მიმაგრებული ფაილები: |
ვაკანსია2.docx
|
ნანახია: |
318 -ჯერ |
„ფინანსური ბიურო“ სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს. დღესდღეობით ორგანიზაციაში 500-ზე მეტი თანამშრომელია გაერთიანებული. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან. ორგანიზაციის საქმიანობის სფერო პრობლემური აქტივების მართვაა.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას „ვადა გადაცილებული სესხების მართვის ოფიცრის“ პოზიციაზე -ქუთაისში
სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი: 10:00-დან 18:00-მდე; შაბათი: 10:00-დან 13:00-მდე
სამუშაოს აღწერა:
- დავალიანების დაფარვის მიზნით კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებების წარმართვა;
- პრობლემური სესხების მოგვარება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო გზების ძიება;
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
- კლიენტების და თავდები პირების ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება ;
- ჯგუფის უფროსის სხვა დავალებების შესრულება; (კომპეტენციის ფარგლებში)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook)
კომპეტენციები და უნარები:
- მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
- სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: natia.lagadze@fbureau.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ვადა გადაცილებული სესხების მართვის ოფიცერი ქუთაისში“ ან დამიკავშირდით 598205656 577367230 .