სამედიცინო წარმომადგენელი-თბილისი,რეგიონები |
დამსაქმებელი: |
ფარმაცევტული კომპანია |
ბოლო ვადა: |
2020/02/21 |
ნანახია: |
355 -ჯერ |
ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე, თბილისში, ქვემო ქართლის, გურიის, აჭარისა და კახეთის რეგიონებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო/ფარმაცევტული განათლება
** რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა მომხმარებლის დონეზე
სამუშაო აღწერილობა:
** ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება სამედიცინო პერსონალთან
** კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის აუცილებელი ყველა აქტივობის ეფექტურად განხორციელება
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან.
** კომპანიის და პროდუქციის ცნობადობის ამაღლება
** რეგულარული ანგარიშების წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან.
თვისებები და უნარები:
** კარგი პიროვნული და კომუნიკაციური თვისებები
** კარგი მეტყველება/გადმოცემის უნარი
** შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანდასახული, პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული
** გარემოში სწრაფი ადაპტაციისა და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა
** შესწავლისა და კომპანიაში დინამიკურად ზრდის პოტენციალი.
ანაზღაურების პირობები:
ფიქსირებული ფიქსირებული ხელფასი + პრემია+ ტრანსპორტირების ხარჯები
ანაზღაურება განიხილება კანდიდატთან ინდივიდუალურად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, მისამართზე: office@smartpharm.ge და გთხოვთ, "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.