• https://charte.ge/

ავტორი

ფინანსური ბიურო

mail: hr@fbureau.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცერი-კახეთი
დამსაქმებელი: ფინანსური ბიურო
ბოლო ვადა: 2020/02/21
ნანახია: 359 -ჯერ

"ფინანსური ბიურო" საფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს. დღესდღეობით ორგანიზაციაში 500-ზე მეტი თანამშრომელია გაერთიანებული. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან. კომპანიის საქმიანობის სფერო პრობლემური აქტივების მართვაა.

"ფინანსური ბიურო" აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცრის პოზიციაზე, თელავში, ლაგოდეხში და გურჯაანში.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00-მდე; შაბათი 10:00-დან 13:00-მდე.

სამუშაოს აღწერა:

** დავალიანების დაფარვის მიზნით კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებების წარმართვა;
** პრობლემური სესხების მოგვარება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო გზების ძიება;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
** კლიენტების და თავდები პირების ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
** ჯგუფის უფროსის სხვა დავალებების შესრულება; (კომპეტენციის ფარგლებში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook).

კომპეტენციები და უნარები:

** მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@fbureau.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცერი" და თქვენი ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა