• https://charte.ge/

ავტორი

კაფე-რესტორანი სტრადა

mail: vacancy@stradacafe.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
შეფ-მზარეული
დამსაქმებელი: კაფე-რესტორანი სტრადა
ბოლო ვადა: 2020/02/17
ნანახია: 350 -ჯერ

რესტორნების ქსელი "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე, სრული განაკვეთით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება სამზარეულოში, მათ შორის მმართველობით პოზიციებზე;
** პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით.

პიროვნული მახასიათებლები:

** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდის მართვის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კერძების გემოვნური თვისებებისა და ვიზუალური გაფორმების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** რეცეპტურის დაცვა. საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანა გაუმჯობესება/დახვეწის მიზნით;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
** ახალი რეცეპტურების შემუშავებისას გადამუშავებული პროდუქტის კოეფიციენტისა და ნაშთების ცოდნა;
** ობიექტზე არსებული რეცეპტურების გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში მათი განახლება;
** ინვენტარიზაციის ორგანიზება და მონაწილეობის მიღება, კონტროლი და ინვენტარიზაციის შედეგებზე ანგარიშვალდებულება ფინანსურ დეპარტამენტთან.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "შეფ-მზარეული", წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა