• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
იურისტ-ადმინისტრატორი
დამსაქმებელი: ლენდაფი
ბოლო ვადა: 2020/02/14
ნანახია: 380 -ჯერ

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლენდაფი", რომელიც წარმოდგენილია თბილისსა და საქართველოს 3 რეგიონში, აქტიურად აგრძელებს განვითარებას და მიკროსაფინანსო სექტორში სანდო და ინოვაციური კომპანიის სახელის დამკვიდრებას.

"ლენდაფის" მთავარი მიზანი სწრაფი და ინოვაციური სასესხო პროდუქტების შეთავაზებით, მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობების მხარდაჭერა და განვითარებაა. ამასთანავე ორგანიზაციის მთავარი ღირებულება კომპანიაში არსებული ჯანსაღი, სასიამოვნო, თანამშრომლის პროფესიულ და კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოა.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტ-ადმინისტრატორის პოზიციაზე.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი

უნარები:

** ლოგიკური აზროვნება
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
** ანალიტიკური აზროვნება
** კრიტიკული აზროვნება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილება (ადმინისტრატორის მიმართულებით) ჩაითვლება უპირატესობად.

მოთხოვნები:

** იურიდიული განათლება - ბაკალავრის ხარისხი
** Microsoft Office-ის (MS Excel) ცოდნა
** სამოქალაქო სამართლის ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

** საკრედიტო ხელშეკრულებების მომზადება, პროგრამული რეგისტრაცია
** ორგანიზაციის კლიენტებთან კონტაქტი, მომსახურების გაწევა
** კომპანიაში დადგენილი და განსაზღვრული იურისტ-ადმინისტრატორის სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lendup.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

თქვენს მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ"-მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა