• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გარდერობის თანამშრომელი
დამსაქმებელი: სასტუმრო სტამბა
ბოლო ვადა: 2020/01/19
ნანახია: 1437 -ჯერ

სასტუმრო "სტამბა" აცხადებს ვაკანსიას გარდერობის თანამშრომლის პოზიციაზე.

საჭირო უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კარგი ორგანიზაციული უნარი;
** კარგი საკომუნიკაციო უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** გარდერობის წესრიგსა და სისუფთავეზე ზრუნვა;
** სტუმრების თავაზიანი მიღება;
** სტუმრების ნივთების განსაზღვრულ ადგილას განთავსება, შესაბამისი ნომრების გაცემა;
** შესაბამისი ნომრის მიხედვით სტუმრების ნივთების უვნებლად გაცემა;
** გარდერობში არსებული ნივთების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** იყოს მეგობრული, კომუნიკაბელური და დადებითად განწყობილი თანამშრომლებისა და კლიენტების მიმართ;
** არ უნდა აგვიანებდეს სამსახურში და ეცვას კაზინო "ავიატორის" სტანდარტების შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 19 იანვრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@Stambahotel.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა