• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მისტიური მომსახურების მკვლევარი
დამსაქმებელი: Korter
ბოლო ვადა: 2020/01/09
ნანახია: 446 -ჯერ

კომპანია ეძებს 18-დან 70 წლამდე ადამიანებს მისტიური მომსახურების კვლევაში მონაწილეობის მისაღებად. დასაქმებულს გაუფორმდება მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება და მისი ანაზღაურებაც გამოითვლება გაწეული მომსახურების (მისტიური კვლევების რაოდენობის) შესაბამისად.

მოვალეობები:

** სერვისის ხარისხზე დაკვირვება;
** თანამშრომლის პროფესიულ და ქცევით კომპეტენციებზე დაკვირვება;
** კითხვარის შევსება, როგორც სერვისზე, ასევე თანამშრომელზე;
** უშუალო ხელმძღვანელთან შევსებული კითხვარის ფორმების დათქმულ ვადაში წარდგენა;
** კონფიდენციალობის დაცვა.

მოთხოვნები:

** დაკვირვების უნარი;
** ყურადღება დეტალებისადმი;
** კარგი მეხსიერება;
** მიუკერძოებლობა.

თუ თვლით, რომ ჩამოთვლილ მოთხოვნებსა და მოვალეობებს აკმაყოფილებთ და გსურთ დამატებითი ანაზღაურების გამომუშავება, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: company.kvleva@gmail.com ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე (+995 )599 96 82 85.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა