მენეჯერის ასისტენტი |
დამსაქმებელი: |
Korter |
ბოლო ვადა: |
2020/01/05 |
ნანახია: |
456 -ჯერ |
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე.
კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე.
ვალდებულებები:
** პერსონალისა და გაყიდვების მართვა.
** პროექტების მენეჯმენტი;
აუცილებელი მოთხოვნა:
** საოფისე პროგრამის ცოდნა, ტესტირება ექსელში;
** სალაროს ოპერაციების წარმოება და მართვა;
** უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ენას);
საჭიროების შემთხვევაში, არჩეული კანდიდატები გაივლიან 15-30 დღიან უფასო კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს.
არჩეულ კანდიდატებს გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება საიდანაც 2 თვე მოიაზრება საგამოცდო-სწავლების პერიოდად.
საგამოცდო პერიოდში ხელფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად შედეგიდან გამომდინარე.
გამოსაცდელი პერიოდის გავლის შემდეგ ხელფასის მოცულობის და დაკავებული პოზიციის განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად: უნარის, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების და ცოდნის მიხედვით 800-1500 ლარის ფარგლებში. შესაძლებელია ბონუსური დანამატები რეალიზებული პროექტებიდან გამომდინარე.
სამუშაო გრაფიკი:
სრული, 10:30-დან 19:30 საათამდე, კვირაში 1 დასვენების დღე და დამატებით დასვენების დღე მცოცავი გრაფიკის შესაბამისად (შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ)
გთხოვთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@pm.ge და გთხოვთ "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: მენეჯერის ასისტენტი. ასევე CV-ში მიუთითოთ სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია, რადგან მასში მითითებული ნებისმიერი არასწორი ან არასრული ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტის ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის მიზეზი.
განაცხადების მიღება სრულდება 15.12.2019.