სარეზერვო მოლარე-ოპერატორი |
დამსაქმებელი: |
ვითიბი ბანკი |
ბოლო ვადა: |
2019/11/24 |
ნანახია: |
439 -ჯერ |
სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს სარეზერვო მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სარეზერვო მოლარე-ოპერატორი მუშაობს ვითიბი ბანკის თბილისის ერთ-ერთ ფილიალში, საჭიროების შემთხვევაში ცვლის ძირითად მოლარე-ოპერატორებს თბილისის მასშტაბით.
მოვალეობები:
** ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება ბანკში არსებული სტანდარტებისა და ნორმების მიხედვით
** ნაღდი ფულით ოპერაციების წარმოება (თანხის მიღება-გაცემა, ვალუტის გაცვლის ოპერაციები)
** ბანკის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციებისა და მოქმედი ტარიფების დაცვა
** საბანკო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** ბანკის სალაროში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
** სასურველია საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულით და სხვა ფასეულობებით ოპერაციების წარმოებასთან დაკავშირებული ნორმატივების ცოდნა
** სასურველია ვალუტის ნომინალებისა და ყალბი ფულის გარჩევის ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** სასურველია საბანკო კომპიუტერული პროგრამა ALTA-ში მუშაობის გამოცდილება.
უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის და მომსახურების უნარი
** მოწესრიგებული, ორგანიზებული
** სხარტი აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება
** პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
** გარემოსადმი სწრაფი ადაპტირების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2019 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა
CV-ის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge - სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.