• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მძღოლი-ექსპედიტორი
დამსაქმებელი: ნიკორა ტრეიდი
ბოლო ვადა: 2019/12/06
ნანახია: 852 -ჯერ

სს "ნიკორა ტრეიდი"- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 250-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 210 თბილისში, ხოლო 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 5000-ს შეადგენს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/
სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო საათები: მცოცავი 8 საათიანი გრაფიკი, კვირაში 1 დღე დასვენება

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სავაჭრო ობიექტების პროდუქტით მომარაგება
** ცენტრალური საწყობიდან მანქანის პროდუქციით დატვირთვა, გადატანა, დაცლა.
** სატვირთო ავტომობილის მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** C-კატეგორიის მართვის მოწმობა
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ორგანიზებული
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება

თუ გსურს გახდე ჩვენი დიდი გუნდის წევრი, აირჩიე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

მოდი პირდაპირ გასაუბრებაზე, ნიკორა ტრეიდის სათაო ოფისში, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 11:00-ზე ან 15:00 საათზე (მისამართი: ც.დადიანის #7, ს/ც ქარვასლა, მე-4 სართული).
გამოაგზავნე შენი მონაცემები ელ. ფოსტით, მისამართზე staff@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება " მძღოლი-ექსპედიტორი".

დაგვირეკე ნომერზე 591 04 08 40 / 0322 500 406 და გაიარე სატელეფონო კონსულტაცია.

შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/nikoracareer/ და შეავსე განაცხადი ან მოგვწერე პირად შეტყობინებაში.

ნიკორას HR გუნდი გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა