გაყიდვების მენეჯერი-თბილისი,რეგიონები |
დამსაქმებელი: |
სადაზღვევო კომპანია ალფა |
ბოლო ვადა: |
2019/12/05 |
ნანახია: |
355 -ჯერ |
"სადაზღვევო კომპანია ალფა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
"სადაზღვევო კომპანია ალფა" არის უნივერსალური სადაზღვევო კომპანია დაარსებული ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ჰოლდინგის - "ავერსის" მიერ, რომელსაც ჯანდაცვის კუთხით საქართველოს მოსახლეობის მომსახურების 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.
გახდით ჩვენი გუნდის წევრი!
მდებარეობა: თბილისი/ზუგდიდი/გურჯაანი/ახალციხე/ზესტაფონი.
მოთხოვნები:
** ასაკი: 20-დან 40 წლამდე
** სამუშაო გამოცდილება: არ მოითხოვება.
** უცხო ენების ცოდნა: რუსული/ინგლისური (სასურველია)
** განათლება: უმაღლესი სრული ან არასრული.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პოტენციურ მომხმარებელთა მოძიება
** სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება.
** შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება.
** პროდუქტის პრეზენტაციის წარმოება.
** სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება.
** არსებულ მომხმარებელთა ბაზების კონტროლი/მუდმივი კომუნიკაცია.
** განახლებული სადაზღვევო პაკეტის შეთავაზება.
** გაყიდვის შემდგომ მომსახურების წარმოება.
** ყოველდღიური შედეგების წარმოება/სამუშაო პროცესის დაგეგმვა.
უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** გუნდურობა
** კრეატიულობა.
** პუნქტუალურობა
** დაგეგმარების უნარი
** განვითარებაზე ორიენტაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: hralpha@alpha.ge და დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
სადაზღვევო კომპანია "ალფა" გისურვებთ წარმატებებს!