სადილერო ქსელის მენეჯერი |
დამსაქმებელი: |
ზოდი |
ბოლო ვადა: |
2019/12/04 |
ნანახია: |
364 -ჯერ |
შპს "ზოდი" ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია შიდა და გარე კარის, ასევე სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია. "ზოდი" წარმოდგენილია 6 ბრენდ მაღაზიით როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდად ერთად!
შპს "ზოდი " აცხადებს სადილერო ქსელის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო ადგილი: წერეთლის 149
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო განრიგი: კვირაში 6 (ექვსი) სამუშაო დღე, 09:30-18:30
ფუნქცია-მოვალეობები:
** არსებულ დილერებთან, ფრანჩაიზერებთან და საბითუმო კლიენტებთან ურთიერთობა - განვითარებაზე ზრუნვა;
** ახალი დილერების და საბითუმო კლიენტების მოძიება-განვითარება;
** დილერებისა და საბითუმო კლიენტების საჭიროებების გამოვლენა, პრობლემების მოგვარება;
** გეგმის შესაბამისად გაყიდვების მონიტორინგი, ზრუნვა გეგმა-შესრულებაზე და ახალი იდეების გენერირება;
** კონკურენტი კომპანიების/ბრენდების მონიტორინგი და რეპორტინგი აქციებზე, სიახლეებზე;
** დილერებთან წარმოდგენილი პრომოუტერების კონტროლი, კომუნიკაცია;
** უშუალო კომუნიკაცია მსხვილი დილერების მომსახურების მენეჯერთან;
** რეგიონალურ ფილიალებთან კომუნიკაცია-კოორდინაცია;
** კორპორატიულ პროექტებში საჭიროებისამებრ ჩართულობა -კოორდინაცია;
** რეგიონალური პროექტების შესახებ ინფორმაციის დელეგირება კორპორატიული მენეჯერებისათვის;
** ასორტიმენტის ჭრილში კატეგორიის მენეჯერებთან კომუნიკაცია;
** ყოველკვირეული რეპორტინგი უშუალო და დეპარტამენტის ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** მართვის მოწმობა/მსუბუქი ავტომანქანა აუცილებლია
საჭირო უნარ-ჩვევები:
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@zodi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ზოდი პლიუსი" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.