დაცვის თანამშრომელი |
დამსაქმებელი: |
ალგანი |
კატეგორია: |
უსაფრთხოება/დაცვა,
|
ბოლო ვადა: |
2019/11/24 |
ნანახია: |
582 -ჯერ |
დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორთფოლიო 5000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1800-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
** სქესი: მამრობითი;
** ასაკი: 20 - 45 წლამდე;
** სიმაღლე: 178 სმ-დან.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო გრაფიკი: 17:00 საათიდან ობიექტის დახურვამდე, ორი დღე - სამუშაო დღე, ერთი დღე დასვენება.
** დასაცავი ობიექტი: რესტორანი
** ანაზღაურება: 600 ლარი (ხელზე ასაღები)
** ობიექტი უზრუნველყოფს ტრანსპორტირებით და კვებით.
სავალდებულო უნარები:
** პუნქტუალობა;
** დისციპლინა;
** ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 2353253, 2560101, ან გთხოვთ მობრძანდეთ გასაუბრებაზე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით - 11:00 საათიდან 13:00 საათამდე. მისამართი: ქ. თბილისი, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელი #8, ან გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrsecurity@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.