კატეგორიის მენეჯერი |
დამსაქმებელი: |
ელვა მარკეტი |
ბოლო ვადა: |
2019/10/30 |
ნანახია: |
332 -ჯერ |
კომპანია "ელვა მარკეტი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:00
ძირითადი მოვალეობები:
** შესყიდვების სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქმიანი ურთიერთობების წარმოება ადგილობრივ მომწოდებლებთან;
** სასაქონლო ჯგუფების მიხედვით პროდუქციის რეალიზაციის სტატისტიკური ანალიზის სისტემატური ანალიზი;
** ყოველთვიური, სეზონური და სადღესასწაულო გაყიდვების დაგეგმვა;
** ახალი მომწოდებლების მოზიდვა და მოლაპარაკებების წარმოება ქვეყნის შიგნით;
** საფასო პოლიტიკის კონტროლი; კონკურენტების ფასების კონტროლი;
** ახალი პროდუქციის ხარისხის, მომწოდებლის ფასისა და სარეალიზაციო ფასის შემოწმება პროდუქციის გაყიდვაში მიღებამდე;
** რთულად რეალიზებადი პროდუქციის გამოვლენა და გაყიდვების სტიმულირება;
** საქონლის ნაშთების კონტროლი.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ;
** მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ფლობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@elvamarket.ge; სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "კატეგორიის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.