• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქსელის ინფრასტრუქტურული გადაწყვეტ. გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: ორიენტ ლოჯიკი
ბოლო ვადა: 2019/10/25
ნანახია: 373 -ჯერ

"Orient Logic" ქართული ბრენდია. კომპანია 24 წლის წინ, 1995 წელს დაარსდა და მას მერე მომხმარებელს უწევს გარანტირებულად მაღალი ხარისხის მომსახურებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. კომპანია B2B მოდელზეა ორიენტირებული და ორგანიზაციებს მაღალი ხარისხის IT-გადაწყვეტილებებით უზრუნველყოფს.

"Orient Logic" აცხადებს ვაკანსიას ქსელის ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** იმუშავებს პოტენციურ კლიენტებთან, მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან;
** მოახდენს ტელეკომუნიკაციისა და ქსელური ინფრასტრუქტურის მიმართულებით პროექტების დამუშავებას და მართვას;
** იზრუნებს საკუთარ სექტორში ლოიალური კლიენტების ბაზის განვითარებაზე;
** კორპორატიული კლიენტების მოთხოვნების მაქსიმალური შესაბამისობით დაგეგმავს და მართავს პროექტს, წინასწარ შეთანხმებულ ვადებსა და დაგეგმილი ბიუჯეტის ფარგლებში;
** მოამზადებს პროექტებს, კერძოდ: განსაზღვრავს ტექნიკური დავალებებს, მოახდენს შესაბამისი სპეციალისტების ჩართვას, იმუშავებს ასევე პროექტის ფინანსურ მხარეზე.
** წარადგენს პროექტს კლიენტთან, დაგეგმავს და მართავს შემდგომ მოლაპარაკებებს და განახორციელებს შეკვეთების განთავსებას.
** გაყიდვების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული და იმუშავებს პერმანენტულ მონიტორინგზე კომპლექსურ პროექტებში (რამდენიმე დეპარტამენტის მონაწილეობის შემთხვევაში)
** უზრუნველყოფს ტენდერების მონიტორინგს, სატენდერო წინადადების მომზადებას, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება/მიღებასა და ტენდერში ვაჭრობას
** მუდმივად იზრუნებს კვალიფიკაციის ამაღლებაზე, გაივლის სერტიფიკაციას და ჩააბარებს შესაბამის გამოცდებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიებში ან მონათესავე დისციპლინებში;
** მუშაობის გამოცდილება, სატელეკომუნიკაციო და ქსელურ-ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებებზე (Network, Network Security, VoIP, Call Center, Video conferencing, Video Surveillance Systems);
** ტექნოლოგიურ კომპანიებში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** აუცილებელია ინგლისური და ქართული ენების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას და ბონუსს გაყიდვების გეგმის შესრულებიდან.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე ან შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი), ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@ol.ge 2019 წლის 25 ოქტომბრამდე (18:00). სათაურის ველში მნიშვნელოვანია მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოვახდენთ თქვენი რეზიუმეს განხილვას.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა