• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სადაზღვევო ტექსტების თარჯიმან-რედაქტორი
დამსაქმებელი: ალდაგი
ბოლო ვადა: 2019/10/20
ნანახია: 328 -ჯერ

სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას თარჯიმან-რედაქტორის თანამდებობაზე, სადაზღვევო პროდუქტების შემუშავებისა და პროფესიული განათლების განყოფილებაში.

სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:

** დაზღვევის პირობების ტექსტებზე მუშაობა (თარგმნა/შემუშავება/რედაქტირება);
** არსებული დაზღვევის პირობების განახლება/რედაქტირება, ახალი დაზღვევის პირობების შემუშავება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი ფილოლოგიური განათლება;
** აუცილებელია სხვადასხვა სირთულის ტექსტების თარგმნის/რედაქტირების გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (მოწვეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება);
** MS Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გამართულად წერის უნარი (როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად);
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მშვიდი, გაწონასწორებული;
** მოწესრიგებული;
** დადგენილი ვადების დაცვის უნარი.
** ახალი ცოდნის შეძენის სურვილი და უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2019 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - თარჯიმან-რედაქტორი.

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა