• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მარკეტინგის სპეციალისტი
დამსაქმებელი: ბელ მეზონი
ბოლო ვადა: 2019/11/08
ნანახია: 428 -ჯერ

მულტი-ბრენდული შოურუმი "ბელ მეზონ"-ი (http://bellemaison.ge/) აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები, რომლებსაც კანდიდატი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს:

** უმაღლესი განათლება, მარკეტინგის მიმართულებით
** კარგი თეორიული ცოდნა;
** ანალიტიკური უნარები;
** კარგი სოციალური უნარები;
** სოციალური ქსელების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;

უპირატესობად ჩაითვლება:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
** საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** დაკვირვებული და სხარტად მოაზროვნე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური, მარკეტინგთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა შესრულება;
** სხვადასხვა ტიპის აქციების დაგეგმვა შესრულებაში მონაწილეობა;
** ბრენდის განვითარებისა და გაძლიერებისთვის სტრატეგიული გეგმის განხორციელებაში მონაწილეობა;
** ​ტრეინინგებისა და სხვადასხვა სამოტივაციო პროგრამების დაგეგმვა განხორციელებაში მონაწილეობა;
** შოურუმში წარმოდგენილი ბრენდებისა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულსა და ინგლისურ ენებზე;
** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობა;
** მარკეტინგული თუ სარეკლამო კამპანიების(მედია, გარე, ინტერნეტი) განხორციელებაში მონაწილეობა;
** სოციალური ქსელების მართვა.

პირობები:

** ანაზღაურება 1300 ლარი;
** პროფესიული ზრდის რეალური შესაძლებლობა და დაწინაურების პერსპექტივა;
** სამუშაო გრაფიკი: სრული, სამუშაო საათები: 10:00-19:00;
** სამუშაო დღეების რაოდენობა: 5-6 დღე (თვეში 2 შაბათი დასვენება, 2 შაბათი -სამუშაო);
** გამოსაცდელი ვადა: ორი თვე (ანაზღაურებადი).

დამატებითი ინფორმაცია:

მისამართი: ა. ბელიაშვილის #86, თბილისი
ვები: http://www.bellemaison.ge | http://www.facebook.com/bellemaisontbilisi

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@bellemaison.ge

კანდიდატები გაივლიან რამდენიმე ეტაპიან გასაუბრებას.

სავალდებულოა: რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "subject"-ში მიუთითეთ "მარკეტინგის სპეციალისტის" პოზიცია.

გაითვალისწინეთ, რომ შემდგომი განხილვისათვის, რეზიუმე უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ აღწერილ მოთხოვნებს.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა