• https://charte.ge/

ავტორი

ქართული კრედიტი

tel: (032) 2 500-100
mail: vacancy@geocredit.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მობილური გაყიდვების გუნდის წევრი-კახეთი
დამსაქმებელი: ქართული კრედიტი
ბოლო ვადა: 2019/11/01
ნანახია: 352 -ჯერ

სს მისო "ქართული კრედიტი" დაფუძნდა 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის "ქართული კრედიტი" საქართველოს მასშტაბით არსებული 14 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.

სს მისო "ქართული კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას მობილური გაყიდვების გუნდის წევრის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: კახეთი (გურჯაანი, ყვარელი, წნორი, ლაგოდეხი, ახმეტა, თელავი)

რა არის მთავარი მოვალეობა?

** პრომო აქციებში მონაწილეობა კახეთის მასშტაბით;
** პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაციის დამყარება;
** კლიენტისათვის საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
** საკრედიტო განაცხადის შევსება და შესაბამის ფილიალში გადამისამართება;
** შედეგებზე ორიენტაცია - ყოველთვიური გეგმის შესრულება.

დამატებითი ინფორმაცია:

მობილური გუნდი დაკომპლექტებულია 5 წევრისგან. სამუშაო არეალი მოიცავს კახეთის სხვადასხვა რეგიონს. კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას.

ვის ვეძებთ ჩვენ?

** მოტივირებულ, აქტიურ, ინიციატივიან ახალგაზრდებს;
** მათ, ვინ არის ღია სიახლეებისა და გამოწვევებისთვის;
** არის მობილური, შეუძლია კახეთის სხვადასხვა ქალაქში გადაადგილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული/უმაღლესი განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პოზიციის პირობები:

** 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება - 200 ლარი (ხელზე) + ბონუსი ყოველი გაყიდული სესხიდან.
** კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე 032 2 500-100. გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 01 ნოემბერი, 2019 წელი
შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს, არაუგვიანეს 2019 წლის 15 ნოემბრისა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ქართულ კრედიტში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა