• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების ოფიცერი-თელავი
დამსაქმებელი: ბაზისბანკი
ბოლო ვადა: 2019/10/16
ნანახია: 459 -ჯერ

სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე ქ. თელავში.

შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ შანსი გაიზარდონ და განავითარონ საკუთარი პროფესიონალური უნარები და ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** ბანკის საცალო პროდუქტების რეალიზაცია;
** სამუშაო დღის განმავლობაში საქმიანი შეხვედრების და პრეზენტაციების გამართვა;
** სატელეფონო შეთავაზების გაკეთება პოტენციურ მსესხებლებთან;
** სესხის განაცხადის შევსება და სესხის გაცემისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მოძიება;
** არსებულ მსესხებლებთან სისტემატიური კომუნიკაცია და ახალი პროდუქტების შეთავაზება.
** კლიენტების დაკვალიანება (საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება), კონსულტაციის გაწევა; ყველა საინტერესო და დასაშვები (კლიენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე) პროდუქტის შეთავაზება;
** საკუთარი მოზიდული კლიენტების მუდმივი მონიტორინგი და კავშირი (ყურადღების გამოჩენა);
** ბანკის მომსახურებით უკმაყოფილო კლიენტებისაგან მიღებული ინფორმაციის მიწოდება უშუალო უფროსისათვის;
** საცალო კლიენტებთან და ბანკთან დაკავშირებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.
** კლიენტებთან მუშაობის შედეგად მიღებული ინფორმაციის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
** განყოფილების უფროსის დავალების შესაბამისად პოტენციური კლიენტების მოზიდვასთან დაკავშირებული მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** იმავე ან მსგავს პოზიციაზე მიღებული სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება (სასურველია - ტექნიკური, საბანკო ან საფინანსო განხრით)
** კარგი ორგანიზაციული, წერითი და ინტერპერსონალური თვისებები, პასუხისმგებლობის გრძნობა და პრინციპულობა;
** კომპიუტერზე მუშაობის დახვეწილი უნარ-ჩვევები (MS Word, MS Excel)

პიროვნული უნარები:

** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დარწმუნების უნარი;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** სისხარტე;
** პრეზენტაციის წარმართვის უნარი;
** აზროვნების სისწრაფე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.

სამუშაო პირობები:

სრული სამუშაო განრიგი;
ანაზღაურება: ფიქსირებულ ანაზღაურებას დამატებული გამომუშავებული ბონუსი;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV/სააპლიკაციო ფორმა და ფოტოსურათი შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 16 ოქტომბერი.

შენიშვნა: გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა