• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ჰიპერმარკეტის ვაიზერი
დამსაქმებელი: გორგია
ბოლო ვადა: 2019/10/10
ნანახია: 434 -ჯერ

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "გორგია პრემიუმი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ:

პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას ჰიპერმარკეტის ვაიზერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კონკრეტული სავაიზეროსთვის გაწერილი ასორტიმენტის მინიმალური და მაქსიმალური;
** ნაშთების კონტროლი;
** ​სავაიზეროსთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე წარმოდგენილი პროდუქციის გაყიდვების მონიტორინგი;
** ბაზრის კვლევა, მოთხოვნადი პროდუქციის დაფიქსირება;
** აქციების დაგეგმვა, მონიტორინგი და ანალიზი;
** ხელოსნების ბაზის კონტროლი/განახლება;
** ​ასორტიმეტნის შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
** არსებული თანამშრომლების ცოდნის დონის ამაღლებაზე ზრუნვა;
** ტრენინგების მოთხოვნა - ჩატარებული ტრენინგების შემდგომი ეფექტურობის შეფასება;
** გაწერილი პროცესების და სტანდარტების მონიტორინგი;
** ​დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების დასწრების, დისციპლინის და დრეს-კოდის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** სასურველია გამოცდილება ტექსტილის მიმართულებით;
** აუცილებელია MS EXCEL_ის მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული;
** ანალიტიკური და მათემატიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზაციული და ადმინისტრაციული მართვის უნარი;
** კომუნიკაბელური.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 10 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject4@gorgia.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა