• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მიმტანი
დამსაქმებელი: sushi24.ge
ბოლო ვადა: 2019/11/04
ნანახია: 490 -ჯერ

იაპონური და აზიური სამზარეულოს მიწოდების სერვისი "sushi24.ge" და რესტორანი "Fish and Wine" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე, 4 ვაკანსია.

დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, ღამის ცვლებში სახლში მიყვანის სერვისს კომპანიის ხარჯზე და მიმზიდველ ხელფასს: 30 ლარი.(NET) 1 ცვლის ანაზღაურება.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ფალიაშვილის #60
სამუშაო საათები: 12 საათიანი გრაფიკი (12:00-24:00 და 14.00-02.00), 2X2, თვეში 15 დღე მუშაობა.

სამუშაოს აღწერა:

** შემოსული სტუმრების თავისუფალ ადგილამდე მიცილება ;
** მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება, მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის შესახებ;
** შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა;
** მაგიდის გაწყობა, სერვისის დალაგება;
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** სტუმართან ყურადღებით ყოფნა და გადამოწმება, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართული, ინგლისური, რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** განათლება (სასურველია); ან სტუდენტი;
** ერთწლიანი გამოცდილება ამ სფეროში (აუცილებელია);
** მომსახურების სფეროს ზოგადი ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** თავაზიანი, ღიმილიანი და აქტიური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** ენერგიულობა;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** უკონფლიქტო;
** გუნდურად მუშაობის უნარის ქონა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV (ფოტოსურათით) გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე hr@sushi24.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მიმტანი" ან დარეკეთ მობილურზე  555 219 175 ოლგა ობიექტის მენეჯერი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა