ბუღალტრის თანაშემწე |
დამსაქმებელი: |
Korter |
ბოლო ვადა: |
2019/10/27 |
ნანახია: |
468 -ჯერ |
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაშლიჯვარი, პეტრე სარაჯიშვილის 1
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** საბუღალტრო პროგრამა "ბალანსი/ინფო ბუღალტერია"-ში მუშაობა
** RS.ge-ში ყოველდღიური ოპერაციების გატარება
** პარტნიორ კომპანიებთან საქმიანი მიმოწერის წარმოება
** ფინანსური დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების შექმნა და შესაბამის მონაცემთა ბაზაში მათი ასახვა
** ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება
** პირველადი დოკუმენტების სისწორის/სისრულის კონტროლი და მათ საფუძველზე, ყველა ტრანზაქციისა და სამეურნეო ოპერაციის (გადარიცხვები, შესყიდვები, ხარჯების დარიცხვები, ჩამოწერები და ა.შ.) დამუშავება, ბუღალტრული გატარებების წარმოება და აღრიცხვა
** გაყიდვების/და შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ა/ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვის აქტების და ა.შ. იურიდიულ აბონენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება და მისი პროგრამული ასახვა
** სახარჯი მასალებისა და მატერიალური ფასეულობების ნაშთების ყოველთვიური შემოწმება
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელის თხოვნით სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის ან ფინანსების მიმართულებით
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა ჩაითვლება უპირატესად)
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის სწორი მენეჯმენტის უნარი
** პუნქტუალობა, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: 400 ლარი (საწყის ეტაპზე)
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: ltdhouse1@gmail.com