საწყობის თანამშრომელი (მტვირთავი)/მძღოლი |
დამსაქმებელი: |
ფუდსერვისი |
ბოლო ვადა: |
2019/10/22 |
ნანახია: |
2660 -ჯერ |
კვების პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია „ფუდსერვისი" საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და ახორციელებს ისეთი საერთაშორისო ბრენდების როგორიცაა DANONE, SADIA და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
კომპანია„ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1 . საწყობის თანამშრომელი (მტვირთავი) როგორც დღის ცვლაში ასევე ღამის ცვლაში.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის #40
ანაზღაურება დღის ცვლაში : 550 ლარი
ანაზღაურება ღამის ცვლაში : 700 ლარი
მოვალეობები:
სატვირთო მანქანების დაცლა/დატვირთვა;
საწყობში შეკვეთების მომზადება
2. მძღოლის პოზიციაზე ღამის ცვლაში
სამუშაო ადგილი: ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის #40
ხელფასი - 700 ლარი
მოვალეობები:
- კომპანიის ავტომანქანით სავაჭრო ობიექტებისთვის შეკვეთების მიწოდება დამხმარესთან ერთად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- მანქანის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- აუცილებელია მართვის მოწმობა BC კატეგორია.
- განათლება: საშუალო
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge ან მობრძანდით გასაუბრებაზე : ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 სთ-დან 17:00სთ-მდე შემდეგ მისამართზე: ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის #40