• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მორიგე ექიმი
დამსაქმებელი: კლინიკა მედი
ბოლო ვადა: 2019/10/10
ნანახია: 380 -ჯერ

კლინიკა "მედი" აცხადებს ვაკანსია მორიგე ექიმის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი.
ანაზღაურება: თითო მორიგეობა 35 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტების მართვის ინდივიდუალური გეგმების შედგენა;
** პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, რისკ-ფაქტორების იდენტიფიკაცია და შესაბამისი პრევენციული/სამკურნალო ღონისძიებების დაგეგმვა;
** პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობა/მონიტორინგი, შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის სქემაში ცვლილებების შეტანა;
** მორიგეობის მიღებისას მიმართულებაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის პროცესის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება (შემოვლა), ჩანაწერების გაკეთება და ეტაპობრივი ეპიკრიზების შედგენა ხელმოწერით დადასტურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სპეციალობა: ანასთეზიოლოგი, ზოგადი ქირურგი ან/და რეანიმატოლოგი;
** საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატი შესაბამის სპეციალობაში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია 1 წლიანი გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური, პუნქტუალური;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge 10 ოქტომბრამდე. ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა