მოლარე-ოპერატორი |
დამსაქმებელი: |
მაქს კომფორტი |
ბოლო ვადა: |
2019/10/10 |
ნანახია: |
619 -ჯერ |
შპს "მაქს კომფორტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
საქმიანობა: გათბობა-კონდიცირება, ცხელი წყლის სისტემების იმპორტი, საცალო და საბითუმო ვაჭრობა.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი
** გაყიდული ნივთის გატარება და ფასის შემოწმება
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა
** ელექტრონული ზედნადების გამოწერა
** საგარანტიოს გამოწერა
** მაღაზიის სასაქონლო ნაშთის ფინანსური აღრიცხვიანობა
** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა
** მაღაზიაში პირველადი დოკუმენტების შემოწმება და კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (FINA, C1, MS Word, Excel, Outlook, Internet);
** მოლარე-ოპერატორად სამუშაო გამოცდილება.
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები:
** პუნქტუალური, პასუხისმგებლიანი, კომუნიკაბელური, თავაზიანი
** სიახლის სწრაფად ათვისება და თვითგანვითარების უნარი;
** სასიამოვნო გარეგნობა და დადებითი პიროვნული თვისებები;
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ასაკი: 21-35 წელი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@maxcomfort.ge
ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და სასურველი ხელფასი, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.