მარკეტინგის მენეჯერი |
დამსაქმებელი: |
ბელ მეზონი |
ბოლო ვადა: |
2019/10/10 |
ნანახია: |
459 -ჯერ |
მულტი-ბრენდული შოურუმი "ბელ მეზონ"-ი (http://bellemaison.ge/) აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები, რომელთაც კანდიდატი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს:
** უმაღლესი განათლება, პროფესიული ტრენინგები და კურსები;
** კარგი თეორიული ცოდნა და მინიმუმ ოთხ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
** გამოცდილება ბრენდებზე კომუნიკაციაში, კომპანიებთან ურთიერთობასა და მოლაპარაკებაში;
** გამოცდილება კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში, დანერგვასა და კონტროლში;
** ანალიტიკური უნარები და ცოდნა;
** გამოცდილება გაყიდვებზე მიმართული წამახალისებელი თუ მიზნობრივი აქციების დაგეგმვასა და კონტროლში;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულსა და ინგლისურ ენებზე;
** გამოცდილება მარკეტინგული თუ სარეკლამო კამპანიების (მედია, გარე, ინტერნეტი) შემუშავება, დანერგვასა და განხორციელებაში.
უპირატესობად ჩაითვლება:
** ჩვენს დარგში (მშენებლობა, რემონტი) მუშაობის გამოცდილება;
** საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით (კონცენტრაცია - მარკეტინგი).
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** დაკვირვებული და სხარტად მოაზროვნე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მოკლე და გრძელ ვადიანი მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვა, განხორციელება, კონტროლი;
** საერთაშორისო კომპანიებთან ურთიერთობა, პროგნოზი, ბიუჯეტირება;
** გაყიდვებზე მიმართული სხვადასხვა ინტეგრირებული აქტივობების, კამპანიებისა და აქციების დაგეგმვა, განხორციელება კონტროლი;
** ბრენდის განვითარებისა და გაძლიერებისთვის სტრატეგიული გეგმის შემუშავება, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** რეპორტინგი;
** დაქვემდებარებულთა მუდმივი ტრეინინგი, სხვადასხვა სამოტივაციო პროგრამების დაგეგმვა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** შოურუმში წარმოდგენილი ბრენდებისა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა.
პირობები:
** ანაზღაურება: 2500 ლარი + ბონუსები გაყიდვებიდან;
** პროფესიული ზრდის რეალური შესაძლებლობა და დაწინაურების პერსპექტივა;
** სამუშაო გრაფიკი: სრული. სამუშაო საათები: 10:00-19:00;
** სამუშაო დღეების რაოდენობა: 5-6 დღე (თვეში 2 შაბათი დასვენება, 2 შაბათი - სამუშაო);
** გამოსაცდელი ვადა: ორი თვე (ანაზღაურებადი).
საკონტაქტო ინფორმაცია:
მის.: ა. ბელიაშვილის #86, თბილისი
ვებ-გვერდი: www.bellemaison.ge | www.facebook.com/bellemaisontbilisi
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@bellemaison.ge
კანდიდატები გაივლიან რამოდენიმე ეტაპიან გასაუბრებას.
სავალდებულოა: რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ქართულ ან ინგლისურ ენაზე; "subject"-ში მიუთითეთ "მარკეტინგის მენეჯერის" პოზიცია.
გაითვალისწინეთ, რომ შემდგომი განხილვისათვის, რეზიუმე უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ აღწერილ მოთხოვნებს.