• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე
დამსაქმებელი: აგროჰაბი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2019/09/30
ნანახია: 508 -ჯერ

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** რეალიზაციის აღრიცხვა პროგრამაში;
** სალარო აპარატთან და ტერმინალთან მუშაობა;
** სალარო აპარატის გამართულობის უზრუნველყოფა;
** ფულის დაცულობის უზრუნველყოფა;
** დადგენილი პერიოდულობით სალაროში არსებული თანხის გადათვლა და აღრიცხვა;
** ფინანსური გადაცდენების შემთხვევაში მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
** მაღაზიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პროგრამა apex-ის ცოდნა;
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** MS Office პროგრამების მომხმარებლის დონეზე ფლობა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
** პრობლემების დროულად და მშვიდად გადაჭრის უნარი.
** ლოგიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო გრაფიკი: დღე-გამოშვებით, სრული.
ანაზღაურება: 450 ლარი.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა:

** თბილისი, მარშალ გელოვანის ქ. #22
** თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #37.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@agrohub.ge 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა