• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ლოიალურობის სისტემის სპეციალისტი
დამსაქმებელი: ორი ნაბიჯი
ბოლო ვადა: 2019/09/19
ნანახია: 371 -ჯერ

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ლოიალურობის სისტემის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლების ლოალობის სისტემაში ჩართვაზე მუდმივი ზრუნვა;
** ბაზაში არსებული მონაცემების მოწესრიგება, განახლება;
** სხვადასხვა ტიპის აქციების/შეთავაზებების დაგეგმვა და სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით ინფორმაციის გავრცელება; 
** ლოიალობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზება;
** სასაჩუქრე კატალოგის მუდმივ განახლებაზე ზრუნვა;
** პარტნიორ კომპანიებთან მჭიდრო ურთიერთობა ლოიალურობის სისტემისთვის შეთავაზებების მოძიების კუთხით; 
** მობილური აპლიკაციის გაუმჯობესების მიზნით ახალი ტექნიკური დავალებების გაწერაში მონაწილეობის მიღება; მონიტორინგი დავალებების დროულად შესრულების კუთხით; სისტემის ტესტირების პროცესში მონაწილეობის მიღება; 
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებთან ურთიერთობა;
** საჩუქრების და ბონუსების გაცემის პროცედურის კონტროლი;
** ლოიალურობის სისტემაში ჩართული მომხმარებლების მარკეტინგული კვლევების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მარკეტინგისა და სტატისტიკის საფუძვლების ცოდნა;
** სასურველია მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Excel ცოდნა
** ანალიტიკური უნარები
** ძლიერი ორგანიზაციული უნარები
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge 

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება - "ლოიალურობის სისტემის სპეციალისტი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 19 სექტემბერი, 2019 წელი.

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა