წარმოების ოპერატორი |
დამსაქმებელი: |
დეგუსტო |
ბოლო ვადა: |
2019/09/22 |
ნანახია: |
368 -ჯერ |
კაფეტერიების ქსელი "დეგუსტო" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
** წარმოებაში არსებული პროდუქციის ფიზიკური მოძრაობების კონტროლი და პროგრამაში ასახვა.
** ცენტრალური წარმოებიდან ობიექტებზე გადატვირთული პროდუქციის ზედნადებების ატვირთვა.
** გაყიდული პროდუქციის ზედნადებების ატვირთვა.
** ცეხების უფროსების მიერ მოწოდებული ნედლეულის რაოდენობის მარაგების აღრიცხვის სპეციალისტისთვის გადაცემა.
** საწარმოში არსებული ცეხების საქონლის ბალანსის კონტროლი და ყოველდღიური რეპორტის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარები:
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილი: ცენტრალური საწარმო.
მისამართი: სამგორი, გ.ლორთქიფანიძის ქN12.
ანაზღაურება: 800 ლარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@degusto.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: წარმოების ოპერატორი.
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 4 სექტემბერი.
"დეგუსტო" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.