• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
უსაფრთხოების თანამშრომელი
დამსაქმებელი: გორგია
ბოლო ვადა: 2019/07/20
ნანახია: 537 -ჯერ

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "გორგია პრემიუმი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში. 

ჩვენ გთავაზობთ პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს, ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას. 

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში. "გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია. 

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "გორგია" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე, მარნეულში.

ძირითადი მოვალეობები:

** ჰიპერმარკეტში უსაფრთხოების ნორმების დაცვა
** ჰიპერმარკეტში წესრიგისა და ქცევის ნორმების დაცვა
** ექსტრემალურ სიტუაციაში სწრაფი და სწორი რეაგირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი
** კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 20 ივლისის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე hrproject2@gorgia.ge 

გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა