• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პროგრამისტი, Front-End დეველოპერი
დამსაქმებელი: კერკეტი
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები,
ბოლო ვადა: 2019/07/06
განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 3 წელი
ნანახია: 1091 -ჯერ

ვაკანსია: პროგრამისტი, Front-End დეველოპერი

 

კომპანია

MFSG არის ბრიტანულ-ქართული ფინტექ კომპანია, საგადახდო სერვისების პროვაიდერი. კომპანიის მისიაა საქართველოში სანდო და დივერსიფიცირებული საგადახდო და ფულადი გზავნილების სერვისების მოწოდება სხვადასხვა კლიენტებისთვის.

 

პასუხისმგებლობები:  

-- კომპანიის საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის (ფრონტ-ენდის) განვითარება: შიდა (ადმინისტრაციული) ვებ-ინტერფეისები; გარე (კლიენტის) ვებ-ინტერფეისები; გარე (კლიენტის) მობილური ინტერფეისები

-- სამომხმარებლო ინტერფეისების და მათი ცალკეული მოდულების მუდმივი განახლება/განვითარება

-- მრავალჯერადი გამოყენების (reusable) კოდის და ბიბლიოთეკების შექმნა

-- UI/UX დიზაინის ტექნიკური ექსპერტიზა

-- აპლიკაციების ოპტიმიზება სიჩქარის და მასშტაბირების მოთხოვნების შესაბამისად

-- მომხმარებლის მიერ შეყვანილი ინფორმაციის წინასწარი ვალიდაცია ბექ-ენდისთვის მიწოდებამდე

-- საპროექტო გუნდებს სხვა წევრებთან აქტიური თანამშრომლობა

-- პროექტების მართვის პროგრამულ უზრუნველყოფაში (Jira) სტატუსების/მოთხოვნების დროული განახლება

 

 გამოცდილება და ტექნოლოგიების ცოდნა:

-- 3+ წლის გამოცდილება IT სფეროში

--უმაღლესი განათლება კომპიუტერულ ან საბუნებისმეტყველო სფეროში / პროფესიული ტრენინგები

-- Web markup: HTML5, CSS3

-- Client-side scripting, JavaScript frameworks: jQuery

-- Advanced JavaScript libraries and frameworks: Angular, React

-- Java for Android

-- Server-side CSS

-- Asynchronous request handling, partial page updates, AJAX

-- Code versioning tools: Git

-- Graphics software: Adobe Suite, Photoshop etc.

-- SEO და სოციალური მედიისთვის ოპტიმიზების პრინციპები

-- WordPress-თან მუშაობის გამოცდილება

 

სასურველი პიროვნული თვისებები:

-  სანდო, შედეგზე ორიენტირებული, პროაქტიული, სწრაფი - საქმეშიც და ახალი ტექნოლოგიების შესწავლაშიც

-  ურთიერთობის სტილი - ნებისმიერი. შეიძლება იყოთ ინტროვერტი ან ექსტრავერტი, მოგწონდეთ ჯგუფური მუშაობა ან გერჩივნოთ დამოუკიდებლად კონკრეტული ამოცანების შესრულება. გჭირდებოდეთ ყოველდღიური უკუკავშირი ან გერჩივნოთ საშუალოვადიანი მიზნების დასახვა და დამოუკიდებლად მათი მიღწევა. ნებისმიერი სტილი მისაღებია.

 

ანაზღაურება და სხვა სარგო:

-  ხელფასი: 2000-3500 ლარი, გამოცდილების შესაბამისად

-  ჯანმრთელობის დაზღვევა (მათ შორის, საოჯახო)

- პირად განვითარებაში მხარდაჭერა: ონლაინ კურსების დაფინანსება, წიგნები

 

აპლიკაცია

-  გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე:  hr@kerketi.ge, სათაურში მიუთითეთ “Front”

-  ბოლო ვადა: 6 ივლისი, 2019.  მივესალმებით ადრე გამოგზავნილ აპლიკაციებს

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა