მიმტანი |
დამსაქმებელი: |
რესტორანი ტაბლა |
კატეგორია: |
სასტუმრო/რესტორანი/კვება,
|
ბოლო ვადა: |
2019/06/20 |
ნანახია: |
602 -ჯერ |
„აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯ“ საერთაშორისო კორპორაცია „აი სი არ“-ის გუნდის წევრია. კომპანია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილიაისეთი კვების ობიექტებით, როგორებიცაა რესტორანი „პომოდორისიმო“ , „ტაბლა სალონი“, „ტაბლა დუქანი“, პიცერია „პომოდორისიმო“ და „კაფელაბორატორია’’.
რესტორანი „ტაბლა დუქანი“აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი:
ქ. თბილისი, ალ. თვალჭრელიძის 2, „ისთ ფოინთი“.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
მოვალეობები:
- მაგიდის სერვირება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- შემოსული სტუმრების დახვედრა, თავისუფალ ან მათ მიერ დაჯავშნილ მაგიდამდე მიცილება;
- სტუმრების მომსახურება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
- მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ სტუმრების ინფორმირება;
- შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა;
- სტუმართან ყურადღებით ყოფნა, საჭიროების შემთხვევაში დამატებით შეკვეთის მიღება;
- სტუმრის წასვლის შემდეგ მაგიდის დროულად მოწესრიგება, ობიექტზე არსებული სტანდარტების მიხედვით.
პიროვნული თვისებები:
- პუნქტუალური;
- კომუნიკაბელური;
- მოწესრიგებული;
- ორგანიზებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარის მქონე.
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
- პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობებს;
- ჩვენთან მუშაობის დაწყებით საშუალება მოგეცემათ შემოუერთდეთ „აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯის“ მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს და მიიღოთ ღირებული გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge არაუგვიანეს 2019 წლის 20 ივნისისა. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „მიმტანი“.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!