|
ინსპექტირების მენეჯერი, სპეციალიზირებული იურისტი |
| დამსაქმებელი: |
მოთხოვნათა მართვის კომპანია |
| კატეგორია: |
იურიდიული,
|
| ბოლო ვადა: |
2015/09/06 |
| განათლება |
მაგისტრთან გათანაბრებული
|
| ნანახია: |
1708 -ჯერ |
შპს "მოთხოვნათა მართვის და სამართლებრივი უზრუნველყოფის სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას სპეციალიზირებული იურისტის, ასევე ინსპექტირების მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში, ბათუმში, ქუთაისში.
1. სპეციალიზირებული იურისტის მოვალეობები:
** პრობლემური აქტივის შესწავლა-დამუშავება სამართლებრივი კუთხით და სარჩელის მომზადება;
** კომპანიის მართვაში მყოფ ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე პირებთან, სესხის დაფარვის მიზნით, კომუნიკაცია;
ანაზღაურება: მინიმალური ხელფასი 100 ლარი და სტიმულირების ბონუსური სისტემა
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭებათ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ მსგავს სფეროში ან/და საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
2. ინსპექტირების მენეჯერის მოვალეობები:
** კომპანიის მართვაში მყოფ ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე პირების საკონტაქტო მონაცემების დადგენა, მათი მოძიება;
** კომპანიის მართვაში მყოფ ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე პირებთან მისამართებზე ვიზიტი, ადგილზე სიტუაციის შესწავლა და შეფასება, მოლაპარაკებების წარმოება სესხის დაფარვაზე; (სასურველია გყავდეთ ავტომანქანა, რომლის სამსახურევრივად გამოყენების ხარჯებს დაფარავს კომპანია)
ანაზღაურება: მინიმალური ხელფასი 50 ლარი და სტიმულირების ბონუსური სისტემა
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული, ეკონომიკური ან ფსიქოლოგიური განათლებით);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.
ზემოხსენებულ პოზიციებზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ CV ფოტოსთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: mm.sus.company@gmail.com და მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება და რეგონი სადაც გინდათ, რომ განიხილებოდეს თქვენი კანდიდატურა.